ნობელის პრემია 2020

ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში C ჰეპატიტის აღმომჩენებს გადაეცათ

ნობელის კომიტეტმა 2020 წლის ნობელის პრემია გადასცა სამ ვირუსოლოგს მედიცინაში ან ფიზიოლოგიაში c ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენაში. ჰარვი ჯეი ალტერმა, ა.შ.შ- ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებიდან, მაიკლ ჰაუტონმა, ალბერტას უნივერსიტეტიდან და ჩარლზ რაისმა, როკფელერის უნივერსიტეტიდან ამოიცნეს რნმ ვირუსული პათოგენი, რომელიც ღვიძლის ანთების მძიმე ფორმას იწვევს და რომლითაც მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. მათმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მკურნალობის იმ ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია. C ჰეპატიტი ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული მიზეზია და წელიწადში 400 000-ზე მეტი სიკვდილის მიზეზი ხდება. 

70-იანებში ალტერი სისხლის გადასხმებით გამოწვეულ ღვიძლის ანთებებს იკვლევდა. უკვე არსებული კვლევებით ამოცნობილი იყო ჰეპატიტი A და B, მაგრამ ალტერმა  შიმპანზეებზე ჩატარებულ კვლევაში აჩვენა, რომ არსებობს მესამე პათოგენი, რომელიც სისხლით გადაეცემა. 

ჰაუტონმა, რომელიც მაშინ კალიფორნიაში ქირონის კორპორაციაში მუშაობდა, კოლეგებთან ერთად ამოიცნო ვირუსი ინფიცირებული შიმპანზეების გენეტიკურ მასალაში და დაამტკიცა, რომ ეს არის ახალი ტიპის რნმ ვირუსი, რომელიც ფლავივირუსების ოჯახს მიეკუთვნება. 

რაისის მკვლევართა გუნდმა, რომელიც მაშინ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მუშაობდა, გამოიყენა გენური ინჟინერიის ტექნიკები, რათა აღეწერა ვირუსის გენომის ის ნაწილი, რომელიც ვირუსულ რეპლიკაციაზეა პასუხისმგებელი. 

გასულ ათწლეულში, ვირუსის მკურნალობის არაეფექტური მკურნალობები ჩაანაცვლა ეფექტურმა წამლებმა. ამ წამლებს აქვთ პოტენციალი განკურნონ С ჰეპატიტის შემთხვევათა უმრავლესობა, თუმცა მათი მაღალი ფასის გამო ისინი ხშირად ხელმისაწვდომი არაა ბევრი დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისათვის. 

კომენტარები