პაპუნა უგრეხელიძე

მუქარა და შევიწროება - რაში ადანაშაულებს ყოფილი თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძეს
მუქარა და შევიწროება - რაში ადანაშაულებს ყოფილი თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძეს
საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილითანამშრომელი სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს. საქმე უკვე შეისწავლა სახალხო დამცველმა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით  შევიწროებას. უგრეხელიძე კითხვებზე პასუხების გაცემას მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს. თუმცა, მისი არგუმენტები ომბუდსმენის დასკვნაში უკვე აისახა. მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კი ამ თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.