სექსუალური შევიწროება

წულუკიანი უგრეხელიძის მიმართ ბრალდებებზე: ქალებო, მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ

სახალხო დამცველმა არა სამინისტროს, არამედ პირადად მას და მეორე მხარეს მიაწოდა ეს რეკომენდაცია. შესაბამისად, თქვენის ნებართვით, პირველ რიგში ქალებს მოგმართავთ - ჩვენი ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის, ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ, მე ასეთები დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი, ოღონდ ეს საქმეები არ გახმაურებულა და ცუდად დამთავრებულა მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია... ამიტომ, ქალებს მოგმართავთ, ზოგიერთს, ყველას არა, პირველ რიგში, რომ მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციების [დაფიქსირებას].

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებებს "ცალმხრივი პოზიციების გავრცელებას" უწოდებს. ცნობისთვის, უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. შესაბამისი დასკვნა სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა.

კომენტარები