პოლიციელების მხრიდან ძალადობა

კალაძე გორზე: ფაქტი ძალიან მძიმეა, მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა

ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, ვინც ნახა ეს კადრები, თუმცა, აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება.  ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამაზე თვალი დავხუჭოთ. [...]

სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და, ზოგადად, რა პროცესები მიდიოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და კარგად აკეთებს ანალიზს იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ  საქართველოში ვცხოვრობდით და დღეს რა მოცემულობა გვაქვს.

პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაზე.

კომენტარები