გორში, მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე 2-მა ბრალდებულმა ვლადიმერ გოდერძიშვილმა და ივანე მისირელმა ბრალი აღიარეს და პატიება ითხოვეს. ადვოკატები მათ 5 000-5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ძალადობაში ბრალდებული კიდევ ერთი პოლიციელის საბა წაველიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლისაა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება "მიზანშეწონილი" არაა.
გიორგი წკრიალაშვილი, საბა წაველიძი, ალეკო ბადალოვი და ბესო მალაციძე ბრალს არ აღიარებენ. 6-ვე დაკავებულს ბრალდება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აქვთ წარდგენილი.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
- გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო – POG გორზე
- მე და ჩემს ძმაკაცს მაგრად გვცემეს - მოქალაქე ჰყვება, რა მოხდა გორში პოლიციელებთან
28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს.





