ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ეხმაურება ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მუქარას, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
კანდელაკის თანაავტორობით დაწერილი ანგარიში საქართველოში ირანის მზარდ გავლენებს ეხება.
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
კობახიძემ სამთავრობო მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით".
"ბატონო კობახიძე, ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ამ კვლევასა და მის დასკვნებს. ფაქტებს ვერ შეცვლის ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება - თქვენ ქართული ოცნების დამანგრეველი ხართ" - დაწერა უოლტერსმა სოციალურ ქსელში.




