ირანული გავლენა საქართველოში

იარაღით გამოსახული აიათოლა ალი ხამენეი მარნეულის მეჩეთის დამსწრეთა მაისურებზე

წყარო: იმამ ალის ფონდი | რადიო თავისუფლება

საქართველოში მოქმედი იმამ ალის ფონდის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ არაერთ ფოტოში ჩანს, რომ მარნეულის მეჩეთში შეკრებილ მორწმუნეთა ნაწილს ერთნაირი მაისურები აცვია, რომლებზეც ირანის რეჟიმის მოკლული უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, იარაღით, სავარაუდოდ, AK-47-ით, არის გამოსახული.

რთულია იმის დადგენა, თუ თავდაპირველად როდიდან დაურიგეს ახალგაზრდა მორწმუნეებს მსგავსი შინაარსის ამსახველი მაისურები, თუმცა, იმამ ალის ფონდის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ისინი 19 ივნისიდან ჩნდება, როცა მორწმუნეები მარნეულის მეჩეთში მუჰარამის მესამე დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

მარნეულის იმამ ალის მეჩეთი, 21 ივნისი

ამავე მეჩეთში მორწმუნეებმა რელიგიური სიმღერა აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშეც შეასრულეს, რომელზეც წერია: "მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა."

მაისურებზე იარაღით გამოსახული ალი ხამენეის კადრები ზემოხსენებულ ვიდეოშიც ჩანს.

ალი ხამენეის პლაკატი მარნეულის მეჩეთში, შუაში კი იარაღით გამოსახული აიათოლა მორწმუნეების მაისურებზე, 23 ივნისი

იგივე მაისურები ჩანს ფონდის Facebook გვერდზე 20, 21, 22, 23 და 25 ივნისს გამოქვეყნებულ ფოტოებშიც:

19 ივნისი
20 ივნისი
25 ივნისი

ამასთან, იგივე მაისურები "რადიო თავისუფლების" კამერამ 24 ივნისს მარნეულში გამართულ "თასუას" მსვლელობაზეც შენიშნა:

წყარო: რადიო თავისუფლება
წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები