"ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ არსებობს, ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას და ასეთ ღირსეულ ადამიანებს აყენებს ჩრდილს. დამერწმუნეთ, ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნო სანახავია, როდესაც ასეთ რაღაცას უყურებს. ამ ინსტიტუციისთვისაა დამაზიანებელი, როდესაც პოლიციელისგან ვხედავთ ჩვენ ასეთ საქციელს. არ მინდა დეტალებში შევიდე გამოძიება დაწყებულია. [...] ასეთი პატარა გადაცდომები, ჩვენს პოლიციას ნამდვილად ვერ მიაყენებს იოტისოდენა ჩრდილსაც კი, მინდა "გული გავუხარო" ჩვენს ე.წ. კეთილისმოსურნეებს, რომლებსაც ახლა ერთი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, პოლიტიკურ ჭრილში, თორემ ადამიანურად რომ არავის არ ესიამოვნა, ვიცი. ხდება გადაცდომები, ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება გადაცდომები.
tbl.ge/7ifa
დაკოპირდა

ამბობს ირაკლი კირცხალია სანქცირებული TV იმედის ეთერში გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაზე.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს. პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციელების მხრიდან ძალადობაძალადობაგორიშსსპოლიციელებიპოლიციის უფლებამოსილების გადამეტებაუფლებამოსილების გადამეტებაირაკლი კირცხალია
ამავე თემაზე
- მოქალაქის ცემისთვის დაკავებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
- მოვითხოვთ, დაისაჯონ როგორც პოლიციელები, ასევე მათი ხელმძღვანელებიც - კუპრაძე გორზე
- თავს არ ცნობს დამნაშავედ, ბრალის მტკიცებულებები არ არის – ერთ-ერთი პოლიციელის ადვოკატი
- ენმ: ლოცულაშვილის წინააღმდეგ საქმე შეწყდეს, პოლიციელების მიმართ კი წამების მუხლით დაიწყოს
- პაპუნამ გონება 2-ჯერ დაკარგა, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა - ადვოკატი




