ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ეს კადრები მიუღებელია.
"მე ეს კადრები ვნახე. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე საზოგადოება ინფორმირებული იქნება". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.





