პოლონეთმა ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 43.7 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ეს შეთანხმება პოლონეთს ევროკავშირის პირველ წევრად აქცევს, რომელმაც Security Action for Europe (SAFE) ინიციატივით ისარგებლა. პროგრამის მიზანი რუსეთისა ან ბელარუსისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეების საპასუხოდ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და შეიარაღების შეძენაა.
"ეს არის გარდამტეხი მომენტი პოლონეთისა და ევროკავშირის ისტორიაში... ეს არის უზარმაზარი თანხა, რომელიც პირდაპირ ჩაიდება პოლონეთის უსაფრთხოებაში, პოლონეთის სამხედრო ინდუსტრიაში, იმ პოლონურ კომპანიებში, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობენ, და ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში" - განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარასკევს ხელმოწერის ცერემონიაზე.
პოლონეთის მთავრობამ SAFE პროგრამა ქვეყნის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ვეტოს მიუხედავად გააგრძელა.
პოლონეთი ევროპაში თავდაცვაზე ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა ეროვნული სიმდიდრის წილის მიხედვით, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის საფუძველზე იზომება და 2026 წელს თავდაცვაზე მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას გეგმავს.
ქვეყანამ მასშტაბური შეკვეთები განათავსა ტანკებზე, არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ქვეყანა ამავდროულად უცხოელ მწარმოებლებთან პარტნიორობით ადგილობრივი წარმოების გაფართოებასაც ცდილობს.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)