პოლონეთი

ტუსკის თქმით, პოლონეთში სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქება საბოტაჟი იყო

დონალდ ტუსკი
Leon Neal/Pool via AP

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო ხაზზე საბოტაჟის შედეგად აფეთქება მოხდა, რამაც ლიანდაგი გაანადგურა.

"სამწუხაროდ, ყველაზე უარესი ეჭვები დადასტურდა. საბოტაჟის აქტი მოხდა ვარშავა-ლუბლინის ხაზზე (სოფელი მიკა). მოხდა ფეთქებადი მოწყობილობის აფეთქება და განადგურდა რკინიგზის ლიანდაგი. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურები და პროკურატურა. ზიანის შესახებ ასევე ცნობები გავრცელდა იგივე ხაზზე, ლუბლინთან უფრო ახლოს." - დაწერა ტუსკმა X-ზე.

კომენტარები