პოლონეთში, ვარშავაში, რუსეთის საელჩოს კუთვნილებაში მყოფმა ავტომობილმა გზას გადაუხვია, საგზაო ბარიერს შეეჯახა და გზაზე ამოტრიალდა.
პოლონურ მედია RMF24-ს ადგილობრივმა პოლიციამ დაუდასტურა, რომ მანქანას საელჩოს თანამშრომელი მართავდა, თუმცა დააზუსტა, რომ ის არა დიპლომატი, არამედ ტექნიკური მუშაკი იყო.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ავარიის გამო საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ.
RMF24-თან სამართალდამცავებმა ასევე თქვეს, რომ შეჯახების შემდეგ საგზაო ბარიერის ნაწილები სხვა მიმართულებით მიმავალ მანქანებს მოხვდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველა მძღოლი, რომელსაც ავარია შეემთხვა, ფხიზელი იყო, ხოლო საელჩოს ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააჯარიმა.





