პოლონეთი

ტუსკი: ჩამოვაგდებთ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოიჭრება

დონალდ ტუსკი
Leon Neal/Pool via AP

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი მზად არის ჩამოაგდოს ნებისმიერი უცხო ქვეყნის თვითმფრინავი, რომელიც პოპონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. 

“ჩვენ ნამდვილად მივიღებთ ნებისმიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგდების გადაწყვეტილებას, რომელიც დაარღვევს ჩვენ ტერიტორიას. ეს საკითხი არ განიხილება”– ამბობს ტუსკი. 

10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

ხოლო 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

"ჩვენ ეს არ მოგვწონს," აღნიშნა ტრამპმა რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ესტონეთმა მომხდარის საფუძველზე NATO-ს მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაცია მოითხოვა, რომელიც 23 სექტემბერს არის გაიმართება.

კომენტარები