BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ოცნებამ BBC-ს საჩივრით მიმართა, მასალების წაშლას და ბოდიშს მოვითხოვთ – პაპუაშვილი

ქართული ოცნება/Facebook

ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. ეს შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. 

პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საჩივრით გუშინ, 14 იანავრს მიმართეს. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.  

"BBC-ს ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენს მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, გუშინ, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ს. რაც შეეხება, საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნებს:

აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს (Ofcom) მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან, BBC-მ მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, რომ თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შსს-ს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია. 

BBC თავის პუბლიკაციებში, ასევე მცდარად წარმოაჩენს, ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები. 

გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში" . - თქვა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, მეორე პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პაპუაშვილის განცხადებით, პუბლიკაციებში განვიტარებულია "აშკარად ერთმხრივი ანრატივი" და ქართულ ოცნებას წარმოაჩენს, როგორც "ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატოს, პრორუსულს, რუსული ინტერესების მხარეს მდგომს და ა.შ."

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ პუბლიკაციაში იგნორირებულია ქართული ოცნების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანიების განმარტებები და კონტექსტი, რომელიც "აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად". 

მისივე თქმით, საჩივრის მესამე საკითხი არის სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფა. ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, BBC-მ მათ ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მიმართა. 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს ცილისწამბის ელემენტები, პროგრამაში გამოყენებულია პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის, შედეგად მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტები". - ამბობს პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ს სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

პაპუაშვილის თქმითვე საჩივრით მოითხოვენ:

"1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან.
2. BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა, ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში"

აქვე განვმარტავ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ. თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კუმუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას". - განაცხადა პაპუაშვილმა.

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

2025 წლის 6 დეკემებერს სუს-მა განაცხადა, რომ " BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი".

კომენტარები