სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში [მთლიანად] საქართველომ $148.2 მილიონის ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე, 2026 წლის იანვარში კი, მხოლოდ ერთ თვეში - $58.7 მილიონის.
ტაბულა გთავაზობთ საქსტატის მონაცემების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლებს 2020 წლიდან:
ექსპორტი:
- 2020 წელი - 10.1 მილიონი აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 19.4 მილიონი აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 63.8 მილიონი აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 66.9 მილიონი აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 94.6 მილიონი აშშ დოლარი;
- 2025 წელი - 148.2 მილიონი აშშ დოლარი;
- 2026 წლის იანვარი - 58.7 მილიონი აშშ დოლარი;

გასული წლის [2025] იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 11.7 მილიონი აშშ დოლარი იყო.
გთავაზობთ ექსპორტის სტატისტიკას გასული წლების იანვრის მიხედვით:
- 2020 წლის იანვარი - 693 400 აშშ დოლარი
- 2021 წლის იანვარი - 1.9 მილიონი აშშ დოლარი;
- 2022 წლის იანვარი - 2.0 მილიონი აშშ დოლარი;
- 2023 წლის იანვარი - 4.1 მილიონი აშშ დოლარი;
- 2024 წლის იანვარი - 7.6 მილიონი აშშ დოლარი;
- 2025 წლის იანვარი - 11.7 მილიონი აშშ დოლარი;
იმპორტი:
- 2020 წელი - 498.9 მილიონი აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 822.6 მილიონი აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 1 335.0 მილიონი აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 1 165.3 მილიონი აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 1 303.0 მილიონი აშშ დოლარი;
- 2025 წელი - 1 358.8 მილიონი აშშ დოლარი;
- 2026 წლის იანვარი - 96.7 მილიონი აშშ დოლარი;
გასული წლის [2025] იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 107.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
