ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ამ წუთებში ქვეყანაში არ არის – სუს ლევან დავითაშვილზე

ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა

სუს-ში ადასტურებენ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

"ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ქვეყანაში არ არის" - უთხრეს სუს-ში ინტერპრესნიუსს.

ყოფილი ვიცეპრემიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გამოიკითხა. უწყების დატოვების შემდეგ დავითაშვილმა თქვა, რომ "განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი" და "ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება".

მას მალევე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის მიხედვითაც, "დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა".

კომენტარები