ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, ისინი გამოკითხვაზე ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებიან, რაც ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება.





