განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფორისის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი იქნება - ინფრომაციას TV პირველი ავრცელებს.
"დიახ, გახლავართ [ადვოკატი]. ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით, მერე საერთო განცხადებას გავაკეთებ. დიახ, დავუბრუნდი საადვოკატო საქმიანობას. საკუთარ სახლში დააკავეს, დღეს" - თქვა კუპრაშვილმა TV პირველთან.
სუს-მა 22 მაისს, ბრიფნგზე განაცხადა რომ ლევან ახობაძე დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2024 წელს მან დახმარების სანაცვლოდ მეწარმისგან ქრთამის სახით მოითხოვა 500 000 ლარი, თანხა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩართულობით 250 000 ლარამდე შემცირა. სუს-ის განცხადებით, ქრთამი ახობაძეს იმავე დღეს, საკუთარ კაბინეტში გადაეცა.
ანტიკორუფციული ბიურო, რომლის უფროსიც რაჟდენ კუპრაშვილი იყო 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდა. რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად 2023 წელს 6 წლის ვადით დაინიშნა, სწორედ ის იყო ვალდებული კორუფციული დანაშაულებების მონიტორინგზე.




