ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოცნებამ აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მსოფლიო იარაღი გამოიყენა, "სრული აბსურდი, სიცრუე" უწოდა.
გელაძემ განაცხადა, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია "კამიტი".
"რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში, ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო. მე დარწმუნებით, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ "კამიტი", 2009 წელს იყო რამდენიმე, რა თქმა უნდა, რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, სხვადასხვა სახის და არა "კამიტი".
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული.(...) ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებულის სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში."
ცნობისთვის, გუშინ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედთან განაცხადა, რომ ეს ნივთიერებები სამინისტროს მართლა ჰქონდა შეძენილი და მას 2012 წლამდე იყენებდა, ეს ინფორმაცია, დღეს, გელაძემ უარყო და თქვა, რომ - "2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი".
ქართული ოცნების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყოს.
ხოლო სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





