ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

აშშ კოლუმბიის პრეზიდენტს ნიუ იორკში პროპალესტინურ აქციაზე განცხადების გამო ვიზას გაუუქმებს

აშშ კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს ნიუ იორკში პროპალესტინურ აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო ვიზას გაუუქმებს.

"ჩვენ პეტროს ვიზას გავაუქმებთ მისი დაუფიქრებელი და წამქეზებელი ქმედებების გამო" – წერია განცხადებაში.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, ნიუ იორკში გაეროს შენობის წინ გამართულ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკელ სამხედროებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ პრეზიდენტი ტრამპის ბრძანებებს. 

"მოვუწოდებ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ყველა ჯარისკაცს, იარაღები არ მიუშვიროთ ადამიანებს. არ დაემორჩილოთ ტრამპის ბრძანებებს. დაემორჩილეთ ადამიანობის ბრძანებებს" 

კომენტარები