ისრაელური მედიის ინფორმაციით, 4 დეკემბერს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ანტიჰამასური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, იასერ აბუ შაბაბი, მოკლეს, რაც, წყაროების მიხედვით, "შიდა დაპირისპირებას" უკავშირდება და არა - ჰამასს.
წყაროების მიხედვით, აბუ შაბაბი ისრაელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
ისრაელური გამოცემა Ynet "დაჯგუფებაში გავლენიან წყაროზე" დაყრდნობით წერდა, რომ დაჯგუფების შიგნით ოჯახებსა და მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რასაც გაუარესების შემდეგ სროლა მოჰყვა, რა დროსაც აბუ შაბაბი მოკლეს.
Ynet-მა მოგვიანებით ისრაელელ უსაფრთხოების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ აბუ შაბაბი სიკვდილამდე ისრაელთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კამათის ფარგლებში სცემეს.





