ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გამშვები პუნქტი ქვეითებისთვის დღეიდან გაიხსნება

რაფაჰის გადასასვლელი, რომელიც ღაზის სექტორისა და ეგვიპტის ერთადერთი დამაკავშირებელი გამშვები პუნქტია, 2023 წლის 10 ოქტომბერი
SAID KHATIB / AFP

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიებში სამთავრობო მოქმედებების კოორდინატორმა (COGAT) დანაყოფმა განაცხადა, რომ 1-ელ თებერვალს ღაზის სექტორსა ეგვიპტეს შორის არსებული რაფაჰის გამშვები პუნქტი სისტემების შემოწმებისა და ტესტირების მიზნით გაიხსნა, რის შემდეგაც მოელიან, რომ პუნქტის გავლით ქვეითთათვის გადაადგილებაც გახდება შესაძლებელი. 

"მცხოვრებლების ორივე მიმართულებით გადაადგილება, ღაზაში შესვლისა და გამოსვლის დაწყება ხვალიდან [2 თებერვალი] არის მოსალოდნელი." - განაცხადა სააგენტომ კვირას. 

COGAT-ის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით გაიხსნება.

ცნობისთვის, ისრაელმა რაფაჰის გამშვები პუნქტი 2024 წლის მაისში დაიკავა და მას შემდეგ პუნქტი ძირითადად დახურული იყო, თუმცა, წინა კვირაში ღაზაში დარჩენილი უკანასკნელი მძევლის, რან გვილის, ნეშტის აღმოჩენამ და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვენებამ შესაძლებელი გახადა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ეტაპზე გადასვლა. 

კომენტარები