23 სექტემბერს ფლორიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2024 წელს გოლფის მოედანზე დონალდ ტრამპის მოკვლის მცდელობაში ბრალდებული 59 წლის რაიან უესლი როუთი დამნაშავედ ცნო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როუთმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ თავის დაჭრა კისრის არეში კალმით სცადა, რის გამოც მას სასამართლოს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.
ნაფიც მსაჯულებმა როუთი ასევე დამნაშავედ ცნეს საიდუმლო სამსახურის აგენტზე თავდასხმასა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სამი ფედერალური მუხლით წაყენებულ ბრალდებაში. როუთი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ბრალს არ აღიარებს.
როუთის ვერდიქტს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოეხმაურა:
“ძალიან დიდი მომენტი ამერიკაში სამართლიანობისთვის!” - დაწერა მან.
2024 წლის 15 სექტემბერს ფლორიდაში, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე, რაიან რუთმა სცადა, ტრამპისთვის ესროლა. ამისთვის იგი მოედნის გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იცდიდა.
როუთმა სროლა ვერ მოასწრო, რადგან აშშ-ს საიდმულო სამსახურმა დროულად შენიშნა მისი AK-47-ის წვერი, რომელიც ბუჩქებიდან იყო გამოყოფილი. რუთი ადგილზევე დააკავეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მან ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე გეგმის შესახებ წერილიც დატოვა.





