გამოცემა Telegraph-ის ცნობით, პოლიციამ კალიფორნიაში, ქოაჩელაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ადგილის მახლობლად დააკავა მამაკაცი, რომელსაც 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მაღალი ტევადობის მჭიდი ჰქონდა თან.
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი 49 წლის ვემ მილერია, რომელიც კალიფორნიაში, ლას ვეგასში ცხოვრობს.
"ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტი ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე. ჩვენ, სავარაუდოდ, [ტრამპის] მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა შევაჩერეთ", - Telegraph-ის ცნობით, თქვა ადგილობრივი პოლიციის შერიფმა, ჩად ბიანკომ.
ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის რიგით მესამე მცდელობა იქნება.





