რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების ეროვნული ყრილობის ცერემონიის სიტყვა მკვლელობის მცდელობაზე საუბრით დაიწყო.
"ბევრი ადამიანი მეკითხება, რა მოხდა, გთხოვ, გვითხარი რა მოხდაო. ამიტომაც მოგიყვებით, ზუსტად რა მოხდა და ამის შესახებ ჩემგან მეორეჯერ ვეღარ გაიგებთ, რადგან ეს სინამდვილეში ძალია მტკივნეულია მოსაყოლად." – თქვა ტრამპმა.
"როცა გავიგე ბზუილის ხმა და ვიგრძენი, რომ მარჯვენა ყურზე რაღაც ძალიან, ძალიან მომხვდა, ჩემს თავს ვუთხარი - ვაუ, რა იყო ეს, მხოლოდ ტყვია თუ იქნებოდა. ჩემი მარჯვენა ხელი ყურზე მივიდე, ჩამოვწიე და ჩემი ხელი სისხლით იყო დასვრილი." – იხსენებს ტრამპი ტყვიის მოხვედრის ეპიზოდს.
მან, საზოგადო უკმაყოფილების ფონზე, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები შეაქო და მათ "ძალიან მამაცები" უწოდა.
"ყველგან სისხლი იყო, მაგრამ, რაღაც მხრივ, თავი ძალიან უსაფრთხოდ ვიგრძენი, რადგან ღმერთი ჩემს გვერდზე იყო. ეს ვიგრძენი." – თქვა ტრამპმა.
პარალელურად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ტრამპს უსმენდნენ, ტიროდნენ.
"მე აქ ამაღამ არ უნდა ვყოფილიყავი." – თქვა ტრამპმა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით და მხარდამჭერებისგან მიიღო პასუხი, რომ ეს ასე არაა.
ტრამპმის თქმით, ის "ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით" გადარჩა.
ტრამპმა გაიხსენა მომენტიც, როცა სროლის შემდეგ წამოდგა. მისი თქმით, ხალხი შეშინებული ჩანდა, რადგან არ იცოდნენ, გადარჩა თუ არა ის.
"მინდოდა გამეკეთებინა რაღაც, რომ გაეგოთ, კარგად ვიყავი. ავწიე ჩემი მარჯვენა ხელი. შევხედე ათასობით ადამიანს, რომლებიც მელოდებოდნენ და დავიწყე ყვირილი: იბრძოლეთ! იბრძოლეთ! იბრძოლეთ!" – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა პატივი მიაგო მის დაღუპულ მხარდამჭერს, კორი კომპერატორს, რომელიც მეხანძრე იყო. სცენაზე გამოტანილი იყო მისი ფორმა, რომელსაც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ემთხვია.





