საქართველო-გერმანია

კობახიძე: ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში

მე მგონია, სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება, მას ამოეწურება როცა იქნება, საკუთარი უცლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება.

რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი, ისე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა.

თუ მოუნდება საგარეო სამინისტრო დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტზე

კომენტარები