საქართველო-გერმანია

ფიშერი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიბარეს

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. უწყებაში შესვლამდე მან თქვა, რომ სამინისტროში დაიბარეს, რაც მისივე განცხადებით, დიპლომატიური სანქციის ფორმაა.

"დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ, რას გადმომცემენ.

მაგრამ, ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ელჩების მიმართ.

მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“ - თქვა ფიშერმა ფორმულას ცნობით.

ელჩი რომ უწყებაში იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა არ ასახელებენ მიზეზს, თუ რას უკავშირდება ელჩის მისვლა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს.

კომენტარები