ევროკავშირი-აშშ

ფონ დერ ლაიენი: აშშ-ს ტარიფები ევროკავშირს კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
AP Photo/Virginia Mayo

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებები უნდა დადოს, რადგან აშშ-ს მიერ იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფები ბლოკს თავისი კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს ინდოეთთან შეთანხმების დადება წლის ბოლომდე სურს და ამ მიზანს მხარს უჭერს ინდოეთის ხელისუფლებაც.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და სხვებთან". - თქვა ფონ დერ ლაიენი.

მისივე თქმით, ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ მას ამ მიზნისადმი ერთგულება სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.

კომენტარები