ფულის გათეთრების საქმე

ძალიან დიდი თანხაა, ყველა დეტალი საინტერესოა - მაჭავარიანი ფულის გათეთრების საქმეზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი 700 მილიონამდე დოლარის გათეთრების ფაქტს გამოეხმაურა.

"სახელმწიფოს დაუნდობელი ბრძოლა რომ აქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ [...]

ეს ძალიან დიდი, მსხვილი თანხაა და ყველა დეტალი ძალიან საინტერესოა. პროკურატურა ამ საქმეს მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს". - თქვა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა 1 პირი - თუმცა მისი ვინაობა განცხადებაში დასახელებული არ არის. 

კომენტარები