ფულის გათეთრების საქმე

მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე - კობახიძე ფულის გათეთრების საქმეზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, $700 მილიონამდე გათეთრების საქმეს "ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება", რათა მონაწილეების ვინაობები და მოტივები გაირკვეს. 

"ერთადერთი კომენტარი რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. იმიტომ, რომ საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ასე შემდეგ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს."- ამბობს ივანიშვილის პრემიერი.


16 სექტემბერს, პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მათი მტკიცებით, 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტია გამოვლენილი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - თუმცა მისი ვინაობა განცხადებაში დასახელებული არ იყო.

პროკურატურა წერს, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს" დაკავებულთან შეთანხმებით მოსაზღვრე ქვეყნებიდან დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხო ვალუტა შემოჰქონდათ, რასაც მას ვალუტის გადამცვლელ პუნქტში აწოდებდნენ.

კომენტარები