ფულის გათეთრების საქმე

ვინც არ უნდა იყოს გარეული, ხელს არავინ დააფარებს - შარმანაშვილი ფულის გათეთრების საქმეზე

ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი 700 მილიონამდე დოლარის გათეთრების ფაქტს გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ამ საქმეში ვინც არ უნდა იყოს ჩართული, ხელს არავის დააფარებენ.

"თანხის ის რაოდენობა, რაც პროკურატურამ გვაცნობა, გონების მიღმაა, ასტრონომიულია [...] მას, ვინც გაბედავს და ნაბიჯს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ გადადგამს, საქართველოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად დააზარალებს, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულება მიაკითხავს [...]

დარწმუნებული ვარ, არცერთი ფაქტი მიჩქმალული არ იქნება. ამაში რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ გარეულები, ხელს არავინ დააფარებს [...] პროკურატურა გვეტყვის, ვინ იყო ეს ხალხი, რა გვარის ხალხი იყო და რა თანამდებობის პირები იყვნენ". - თქვა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა 1 პირი - თუმცა მისი ვინაობა განცხადებაში დასახელებული არ არის. 

კომენტარები