სუს

ივანიშვილის სუს-ის უფროსს, მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს

ივანიშვილის სუს-ის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მდინარაძის პირველ მოადგილედ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. მამუკა მდინარაძის მოადგილეები კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი იქნებიან.

ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე 3 სექტემბერს აირჩიეს

3 სექტემბერს მდინარაძემ განაცხადა, რომ სუს-ში თავისი გუნდით მივიდოდა.

კომენტარები