ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის, მამუკა მდინარაძის თქმით, უწყებაში თავისი "გუნდით" მივა. მისივე განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.
"მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს". - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნა 5 აპრილს დანიშნა.
ივანიშვილის დეპუტატებმა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე 3 სექტემბერს აირჩიეს.
ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ივანიშვილის სუს-ის უფროსად აპრილის თვეში დაინიშნა, თანამდებობა 23 აგვისტოს სუს-ის Facebook-გვერდზე გავრცელებული განცხადებით დატოვა. მისი და ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილი "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად" ინიშნება.





