სუს

გელაძემ თავისი მოადგილე შსს-დან სუს-ში გადაიყვანა

ალექსანდრე მაისურაძე, ლაშა მაღრაძე, მარიამ ტაბარაძე, თამაზ ბორაშილი

ივანიშვილის სუს-ს უფროსს, გეკა გელაძეს 4 მოადგილე ეყოლება. შესაბამის ბრძანებებს ხელი ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ 28 აპრილს მოაწერა. 

გელაძის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იქნება, ის ასევე იყო მამუკა მდინარაძის პირველი მოადგილე, როდესაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. იქამდე კი მაღრაძეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

მაღრაძის გარდა გელაძის მოადგილეებად დარჩნენ მდინარაძის 2 ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, რომელიც ასევე იყო იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და თამაზ ბორაშვილი

გეკა გელაძემ შსს-დან სუს-ში გადაიყვანა მარიამ ტაბატაძე. ტაბატაძე შს მინისტრის პოსტზე, გელაძის მოადგილედ 2025 წლის 10 ივნისს დაინიშნა. ის ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები