რუსული რეჟიმი

"ოცნებამ" ივანიშვილის სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძე დანიშნა

ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. მომხრე იყო 85, მოწინააღმდეგე არცერთი. 

მისმა წინამორბედმა, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ივანიშვილის სუს-ის უფროსად აპრილის თვეში დაინიშნა, 23 აგვისტოს სუს-ის Facebook-გვერდზე გავრცელებული განცხადებით დატოვა. მისი და ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილი ინიშნება "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად".

კომენტარები