სუს

რომან ქარცივაძე გდდ-ს უფროსობიდან სუს-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელად გადაიყვანეს

რომან ქარცივაძე, გეკა გელაძე
სუს

გდდ-ს უფროსი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა - რომან ქარცივაძის გდდ-დან წასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შსს-თან აფილირებულმა გვერდმა -"ყველაფერი პოლიციის შესახებ" გაავრცელა. ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაანაცვლა ქარცივაძემ.

ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა შეკითხვით ვინ დაინიშნა გდდ-ს ახალ ხელმძღვანელად, უწყებისგან პასუხს ველოდებით.

"გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

2025 წლის 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ გდდ-ს უფროსის პოსტი დატოვა. გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიცია კი რომან ქარცივაძემ დაიკავა.

კომენტარები