ლისაბონში ისტორიული ფუნიკულიორის, "გლორიას" ვაგონის ჩამოვარდნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.
"ტრაგიკული დღეა ჩვენი ქალაქისთვის. ლისაბონი გლოვობს ამ ტრაგიკულ ინციდენტს" – ამბობს პორტუგალიის დედაქალაქის მერი, კარლოს მოედასი.
არსებული ინფორმაციით, ვაგონის ჩამოვარდნის შედეგად ამ დროისთვის ინფორმაცია 15 პირის დაღუპვის შესახებ არის ცნობილი. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ასევე, დაშავდა 18 ადამიანი.
ჯერჯერობით უცნობია ფუნიკულიორის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, თუმცა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
საბაგირო ხასზი, რომელიც 1885 წელს გაიხსნა, ლისაბონის ცენტრს ერთ-ერთ მთავარ გასართობ უბანთან აკავშირებდა. გლორია ლისაბონში მოქმედი ფუნიკულიორის სამი სისტემიდან ერთ-ერთია, რომლითაც ყოველდღიურად მრავალი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს.





