პორტუგალია

პორტუგალიის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა 

პორტულაგიის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რის შედეგადაც, ქვეყანაში მალე ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 

პრემიერმინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ, რომელმაც თანამდებობა 11 თვის წინ დაიკავა, კენჭისყრა ჩანიშნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის საქმიანობა ეჭქვეშ დააყენა. 

"მინიშნება, რომ მე ერთმანეთში ავურიე ჩემი ბიზნესი და პოლიტიკური აქტივობა სრულიად შეურაცხმყოფელია. ტყუილი ბევრჯერ გამეორებით სიმართლე არ გახდება, მაგრამ ის აბინძურებს პოლიტიკურ გარემოს. ეს არის ის, რითიც პოპულიზმი იკვებება" – თქვა პრემიერმინისტრმა კენჭისყრის წინ. 

მონტენეგროს ადმინისტრაცია მთავრობაში იქნება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ გაიმართება. პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის ჩანიშნოს ახალი არჩევნები. მან უკვე აღნიშნა, რომ არჩევნები შესაძლოა მაისში გაიმართოს.

კომენტარები