პორტუგალია

პორტუგალიაში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მეხანძრეებიც

AP photo/Bruno Fonseca

ადგილობრივი მედიის ცნობით, პორტუგალიაში ბოლო წლებში ყველაზე მძლავრ ტყის ხანძრების ფონზე, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის სამი მეხანძრე, დაიღუპა.

ვითარება კონტროლის ფარგლებს 14-15 სექტემბერს გასცდა. ყველაზე ძლიერად კი ტყის ხანძრები ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებს შეეხო.

17 სექტემბერს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ლუის მონტენეგრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც მას დამატებითი მეხანძრეებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების მობილიზების უფლებამოსილება მიანიჭა.

ამასთანავე, მან პოლიციის გამომძიებლებს მოუწოდა, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა ხანძრების გამჩაღებლები იპოვონ და პირობა დადო, რომ დაეხმარება ყველას, ვინც ხანძრების შედეგად სახლ-კარი დაკარგა ან მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

ევროპული კოპერნიკის სატელიტურ სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძრების შედეგად 15 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა, ხოლო ტერიტორიას, სადაც 210 000 ადამიანი ცხოვრობს, საფრთხე კვლავ ემუქრება.

სოციალურ მედიაში ასევე ხანძრების ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება:

 

კომენტარები