გორის საკრებულოს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" წევრი, დავით რაზმაძე New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გორში რუსები შევიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები.
მისივე თქმით, მადლობელია იმისთვის, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შევიდნენ, რადგან "მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".
"ისინი აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. [...] მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, ამის დაჯერება თუ შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ". - თქვა რაზმაძემ.





