2008 წლის ომი

მედვედევი: 2008-ში დასავლეთმა საქართველოს აგრესიას მხარი დაუჭირა, ცამდე აიყვანა სულელი

2008 წლის შემოდგომაზე დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის მიმართ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც შემდეგ უარყო არა მარტო საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც ის მხდალად გაიქცა. აგრესორს მაშინ მკაცრი და მტკიცე პასუხი გაეცა. 

მეორე წერტილი 2014 წლის შემოდგომაა, როდესაც სამშობლოს სამუდამოდ დაბრუნებულმა ყირიმელმა ხალხმა თავისი ნება რეფერენდუმით გამოხატა. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გაცოფებული ისტერიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. [...] თანამდროვე დასავლელი უტვინო პოლიტიკოსების ბრძენი წინამორბედები ამბობდნენ - Deus quos vult perdere dementat prius - ღმერთს ვისი დასჯაც სურს, თავდაპირველად გონებას ართმევს. სწორედ ამ უტვინო ისტერიკამ, ჩვენი ქვეყნის დანაწევრების სურვილის აკვიატებამ საბოლოოდ სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე მიგვიყვანა. 

წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი. მედვედევმა დაასახელა 2 თარიღი, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. 

კომენტარები