2008 წლის ომი

ინჯია 2008 წლის ომზე: ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო

"2008 წელს ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო. ეს ყველაფერი აშშ-მ გააკეთა". - ასე უპასუხა პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ TV პირველის ჟურნალისტს, რომელმაც უთხრა, რომ 2008 წელს რუსები საქართველოში შემოიჭრნენ და ქართველები მოკლეს.

ინჯიამ ჟურნალისტებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან და რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაახლოებულ პირთან, მამუკა ფიფიასთან მოსკოვში შეხვედრაც დაუდასტურა. ინჯია ამბობს, რომ რუსეთში წასვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

"ყველგან დავდივარ, სადაც სურვილი მაქვს. [მოსკოვში ვიყავი] დაბადების დღეზე, მუზეუმში, კარგ რესტორანში. [მამუკა ფიფიაზე] მოვეფერეთ, ცოტა დავლიეთ და დამთავრდა". - თქვა ინჯიამ.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და სერგეი გავრილოვთან დაახლოებულმა პირმა, მამუკა ფიფიამ Facebook-ზე ფრიდონ ინჯიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

"დეპუტატი ფრიდონ ინჯია, მოსკოვი. ჩემი მხარდაჭერა გეი პროპაგანდის წინაამღდეგ კანონს". - წერს ფიფია სოციალურ ქსელში.

კომენტარები