რეჟიმის პატიმრები

რეჟიმმა დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი

რეჟიმმა დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

"ჩემი საბოლოო სიტყვა ის არის, რომ სასამართლომ ჩვენი საქმე ობიექტურად განიხილოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვთვლი უდანაშაულოდ" - თქვეს ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვის სახით.

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.

დავით ლომიძეს  და თემურ ზასოხაშვილს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ლომიძეს ხერხემალი აწუხებს, ადვოკატი მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებს. 

ლომიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშიც იყო გადაყვანილი.

დაკავების შემდეგ, მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც. 

კომენტარები