ტრამპის ტარიფები

ტრამპი და ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს შოტლანდიაში სავაჭრო ურთიერთობს განიხილავენ

Jim Watson/AFP via Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების" განსახილველად ხვალ, 27 ივლისს, შოტლანდიაში შეხვდებიან

ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.

"დონალდ ტრამპთან კარგი სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ კვირას შოტლანდიაში შევხვდეთ, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები და თუ როგორ შეგვიძლია, რომ მათი სიმტკიცე შევინარჩუნოთ". - წერს ფონ დერ ლაიენი.

პარალელურად, გაერთიანებულ სამეფოში გაფრენამდე ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შანსები "50/50-ზეა" და დაამატა, რომ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, კირ სტარმერთანაც გეგმავდა.

"ვიტყოდი, რომ 50/50-ზე შანსები გვაქვს, იქნებ ამაზე ნაკლებიც, მაგრამ 50/50-ზე შანსი გვაქვს, რომ EU-სთან შეთანხმებას მივაღწიოთ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირსა და მექსიკას 30%-იან ტარიფებს დაუწესებს, რომლებიც 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება. 

კომენტარები