ტრამპის ტარიფები

ტრამპმა ყველა ქვეყანას დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფი დაუწესა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი    
Anna Moneymaker/Getty Images    

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყანას დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფი დაუწესა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფის დაწესებას. ეს ბრძანება თითქმის დაუყონებლივ ამოქმედდება" - წერს ტრამპი.

კონგრესის მიერ ვადის გაგრძელების გარეშე, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება. 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

იქამდე, 20 თებერვალს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეშვეობით მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები უკანონოა, რის შედეგადაც ტრამპის ტარიფების უმრავლესობა გაუქმებულია.

კომენტარები