აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ტრამპის ტარიფები უკანონოდ ცნო, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის დაწესებულ 10%-იან ტარიფს 15%-მდე ზრდის.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
"მრავალთვიანი ფიქრის შემდეგ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფების შესახებ გუშინ მიღებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და საოცრად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საგულდაგულო, დეტალური და ამომწურავი განხილვის საფუძველზე, მსურს, ეს განცხადება ასახავდეს, რომ როგორც აშშ-ს პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი 10%-იან მსოფლიო მასშტაბის ტარიფს ქვეყნებზე, რომელთაგან მრავალი აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად (სანამ მე მოვიდოდი!) "ძარცვავდა", სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამოცდილ 15%-იან დონემდე. შემდგომ თვეების მოკლე ვადაში ტრამპის ადმინისტრაცია განსაზღვრავს და დააწესებს ახალ და სამართლებრივად დაშვებულ ტარიფებს, რომლებიც გააგრძელებს ამერიკის ხელახლა დიდებულად ქცევის ჩვენს არაჩვეულებრივად წარმატებულ პროცესს". - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყანას დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფი დაუწესა.
კონგრესის მიერ ვადის გაგრძელების გარეშე, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.
მანამდე, 20 თებერვალს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეშვეობით მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები უკანონოა, რის შედეგადაც ტრამპის ტარიფების უმრავლესობა გაუქმებულია.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
