დარიალის გამშვები პუნქტი

სიბიჰა: რუსეთი საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას იარაღად იყენებს

რუსეთი საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას იარაღად იყენებს. ვთავაზობთ, რომ რუსეთმა ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვართან გადაიყვანონ. 

ივნისიდან მოყოლებული რუსეთმა საქართველოს გავლით დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი მსჯავრდებულების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 

შედეგად ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს სათანადო საბუთები არ აქვს, სატრანზიტო ზონაში არის ჩარჩენილი.

უკრაინული კონსულები აქტიურად მუშაობენ, რათა მათ საბუთები მიაწოდონ და მოლდოვის გავლით უკრაინაში გადაიყვანონ. 

43 მოქალაქე, მათ შორის, ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრიი კოლომიეცი, ამ გზის გავლით უკვე ევაკუირებულია. თუმცა, საზღვარზე რთულ პირობებში კიდევ ბევრი ადამიანი რჩება. 

ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხის დარჩენილი ნაწილი უკრაინაში გადავიყვანოთ. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რიცხვს კიდევ უფრო არ გაზრდის.

დამატებითი გართულებების თავიდან ასარიდებლად რუსეთს საჯაროდ ვთავაზობთ, რომ უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორიები პირდაპირ უკრაინის საზღვართან გადაიყვანონ. მზად ვიქნებით, რომ ისინი იქიდან წავიყვანოთ. არსებობს საზღვრის შესაბამისი ნაწილები, სადაც ამის გაკეთება არის შესაძლებელი.

ამ შეთავაზებას ოფიციალური არხების გამოყენებით პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით ვაწვდით. 

კომენტარები