დარიალის გამშვები პუნქტი

ზელენსკი: რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად ვმუშაობთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიმაწოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტების და როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინასწარი შეტყობინების გარეშე ფაქტობრივად "გაყარეს".

კერძოდ, ეს უკრაინელები რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მდებარე ციხეებიდან და სასჯელაღსრულების კოლონიებიდან გაათავისუფლეს.

უკრაინელი დიპლომატები ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.

კომენტარები