42 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი წერენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს დაეკისრება.
"ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის – დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს ვეხმიანებით და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:
- საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით - ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა;
- ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა;
- თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს.
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას არ შეეგუება. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს". - წერია NGO-ების განცხადებაში.
NGO-ების განცხადებით, ისინი საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერებად რჩებიან და აგრძელებენ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპასთან აკავშირებს.
"ივანიშვილს მოვუწოდებთ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი შეწყვიტოს". - წერენ NGO-ები.
განცხადების ხელმომწერები არიან:
- ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
- აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
- აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
- ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
- გორელ ფოტოგრაფთა კლუბი - გორის ხელოვნების სახლი
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ლომეკი
- მედიაომბუდსმენი
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- საორსა
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი
- უფლებები საქართველო
- ქალები რეგიონის განვითარებისთვის
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
- შშმ ქალთა ალიანსი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
- DOCA - დოკუმენტური კინოს ასოციაცია
- ENPUD - ფენიქსი 2009
- Femina
- Start now
- WeResearch
- Tbilisi Pride
- მწვანე ალტერნატივა
- ISFED
- ყვარლის ევროკლუბი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი





