ირან-ისრაელის კონფლიქტი

12-დღიანი ომი დასრულდება – ტრამპის თქმით, ირან-ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ირწმუნება, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო ერთი დღის შემდეგ კონფლიქტი დასრულდება.

ტრამპი წერს, რომ თავდაპირველად გამოცხადდება 12-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო როცა 24 საათი შესრულდება, კონფლიქტი დასრულებულად "ჩაითვლება". 

აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დამატებითი დეტალები და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გარანტიები.

გთავაზობთ დონალდ ტრამპის პოსტს ქართულად:

"ყველას გილოცავთ! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმდა, რომ იქნება სრული და ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით 6 საათში, როცა ისრაელი და ირანი დამშვიდდებიან და პროგრესს დაასრულებენ, საბოლოო მისიებს!), 12 საათით, რა ეტაპზეც ომი დასრულებულად ჩაითვლება! ოფიციალურად, ირანი ცეცხლის შეწყვეტას დაიწყებს და მე-12 საათზე ცეცხლის შეწყვეტას დაიწყებს ისრაელი, 24-ე საათისთვის კი 12-დღიანი ომის ოფიციალურ დასასრულს მსოფლიო შეეგებება. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის დროს, მეორე მხარე მშვიდობიანად და პატივისცემით მოიქცევა. იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით იმუშავებს - და ეს ასე იქნება - მე მინდა მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, რომ გამოიჩინეს გამძლეობა, გამბედაობა და გონება, დაესრულებინათ ის, რასაც დაერქმევა "12-დღიანი ომის". ეს არის ომი, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ასე არ მოხდა და არ მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელის, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!"

22 ივნისს ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ მძიმე ბომბდამშენებით ჩაერთო და იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა. 23 ივნისს ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, თუმცა იერიშამდე მათ წინასწარ გააფრთხილეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც სამხედრო ობიექტი მდებარეობდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეირანისგან სუსტი პასუხი მიიღეს და წინასწარ გაფრთხილებისთვის მადლობა გადაიხადა.

 

კომენტარები